სემინარი ენობრივი მომზადების სკოლის პედაგოგებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ტარდება სამდღიანი სემინარი თემაზე „ეფექტური სწავლება“, რომლის მიზანია პედაგოგების გადამზადება და სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ეფექტური შეფასების სისტემის დანერგვა.

აღნიშნული სემინარი სკოლის პედაგოგებს დაეხმარება გაეცნონ ეფექტური მასწავლებლის მახასიათებლებს, სწორად დაგეგმონ მეცადინეობა და გამოიყენონ შესაბამისი სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები.

26.07.2017