სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების სტაჟირების დასასრული

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხი მსმენელის ერთთვიანი სტაჟირება დასრულდა.

კადეტები სტაჟირების ფარგლებში ესტუმრნენ საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. ასევე, იუნკერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საველე სწავლებაში.

მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.

08.02.2018