სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის ლექცია

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება სასწავლო ბატალიონის მე-4 კურსის იუნკერებისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა. დღეს, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი.

ვიცე-პოლკოვნიკი ყლატეიშვილი მომავალ ოფიცრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ ესაუბრა.


04.04.2018