ტრენინგ-კურსი აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილების ორგანიზებით აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სახელწოდებით ,,მე - კონცეფციის'' გავლენა სამუშაოს შესრულების ხარისხზე'' გაიმართა. აღნიშნული ტრენინგი დროის რაციონალურად მართვას, პრიორიტეტების განსაზღვრას, მიზნების სწორად დასახვასა და მათ მიღწევას მოიცავდა.

ერთკვირიანი ტრენინგ-კურსის ბოლოს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

07.09.2018