უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლების ვიზიტი აკადემიაში 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას უკრაინისა და მოლდოვას თავდაცვის სამინისტროების, ასევე უსაფრთხოების სექტორის სხვა სამთავრო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი შეხვდა.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აკადემიის, როგორც ბაკალავრიატის მიმართულების ასევე ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის სასწავლო გეგმის მიხედვით გენდერული თანასწორობის პრინციპებზე მსმენელებისთვისა და იუნკერებისთვის ჩატარებული სწავლებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

აღნიშნული შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა და სტუმრებისთვის გენდერული თანასწორობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

17.05.2018