ურთიერთგაგების მემორანდუმი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას (CELA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ქარაიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთი მაისურაძემ, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA), საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებას, სასწავლო მასალის მომზადებასა და სხვადასხვა აქტივობაში იუნკერების მონაწილეობას. აღნიშნული მემორანდუმის მთავრ მიზანს სწორედ აკადემიის იუნკერების სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლება და სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორების პროფესიული ზრდა წარმოადგენს.

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) სამოქალაქო განათლების ერთსემესტრიანი საუნივერსიტეტო კურსი “დემოკრატია და მოქალაქეობა" საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების უმრავლესობაში ისწავლება.

13.04.2018