ზურაბ აგლაძის ლექცია სპიკერების პროგრამის ფარგლებში

დღეს, „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა და აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის III და IV კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ნატო-საქართველოს ურთიერთობა“.

ლექციის მსვლელობისას, ბატონმა ზურაბმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს როლი საერთაშორისო და უსაფრთხოების სისტემებში. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა იუნკერების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

ბატონი ზურაბი 15 თებერვალს აღნიშნულ თემაზე ლექციას ასევე წაიკითხავს I და II კურსის იუნკერებისთვის.

08.02.2017