სიახლე

ევროკავშირის წარმომადგენლის ლექცია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში

დღეს, ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებსა და იუნკერებს შეხვდა. მოწვეული სტუმარი მსმენელებსა და იუნკერებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა. მან ასევე განიხილა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ახალი თანამშრომლობის საკითხები.

17.10.2018

კაპიტან სტეფან ანიჰოფერის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დღეს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერი, გერმანიის შეიარაღებული ძალების კაპიტანი, ბატონი სტეფან ანიჰოფერი ეწვია. სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი და აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ნინო გეწაძე შეხვდნენ.

16.10.2018

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველი კურსის იუნკერებმა სასწავლო წელი დაიწყეს.

15.10.2018

პირველი კურსის იუნკერთა ფიცის დადების ცერემონია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 76 იუნკერი დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეემატა. სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება საზეიმო ვითარებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

12.10.2018

ნიკოლოზ რთველიაშვილის ლექცია იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ - სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს აკადემიას კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი,  ბატონი ნიკოლოზ რთველიაშვილი ესტუმრა. 

10.10.2018