სიახლე

საახალწლო ღონისძიება აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

29.12.2017

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელების ფიცის დადება

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე აღმართულ 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალთან ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ოთხმა მსმენელმა ღვთისა და ერის წინაშე დადო ფიცი.

29.12.2017

აკადემიის წარმომადგენლები საქველმოქმედო ცენტრში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის საქველმოქმედო ცენტრს სტუმრობდნენ, რომლებმაც მოხუცებულებს საახალწლო ტკბილეული მიართვეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

28.12.2017

ეროვნული თავდაცვის აკადემიამ 2017 წელი შეაჯამა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, რექტორის მოადგილეებმა, ადმინისტრაციამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებამ და დაგეგმვის, საბრძოლო მომზადებისა და საჯარისო სამსახურის განყოფილებამ აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და პირად შემადგენლობას 2017 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობისა და აკადემიის წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. 

28.12.2017

აშშ-ს სამხედრო აკადემიების ქართველი იუნკერები აკადემიაში

აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამხედრო აკადემიებში სწავლობენ. კადეტებმა ერთი დღე სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან ერთად გაატარეს, დღის ბოლოს კი მათ საკუთარი აკადემიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. 

27.12.2017