სიახლე

საინფორმაციო შეხვედრა პირველ და მეორე კურსელ იუნკერებთან

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველ და მეორე კურსის იუნკერებისთვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

20.06.2018

ამერიკელი პროფესორის ლექცია

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, გრეით ბეის კოლეჯის პროფესორი ედუარდ რაუპი ესტუმრა.

19.06.2018

არალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ადიგენის რაიონის სოფელ არალის საჯარო სკოლის მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ მოსწავლეებს არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ცნობადობის ამაღლების მიზნით სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის უფროსის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ქავთარაძე სტუმრებს ქვეყნის სტაბილურობასა და აღმშენებლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლზე ესაუბრა.

19.06.2018

შიდა შესარჩევი ტურები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის 28 მაისიდან  20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს აბიტურიენტთა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას.

19.06.2018

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დღეს, ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის თავს ეძღვნებოდა. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ახალი ეკონომიკური სკოლის "საქართველო", თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

15.06.2018