სიახლე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუბილე

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი აკადემიაში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანოძემ აკადემიის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და 20 წლის იუბილე მიულოცა.

28.05.2013

აკადემიის საგანამანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა წინასწარი შერჩევის პირობები და ვადები

აბიტურიენტები, რომლებმაც აირჩიეს ან აირჩევენ სსიპ–დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა გამოცხადენენ აკადემიაში 2013 წლის 29 აპრილიდან 13 ივნისამდე, რათა გაიარონ წინასწარი შერჩევა (სამედიცინო კომისია, ფიზიკური შესაბამისობის ტესტი და გასაუბრება/ინტერვიუ).

21.05.2013

აკადემიაში სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას აკადემია პირველად მასპინძლობს.

14.05.2013

მხატვარ ანდრო კანდელაკის ნამუშევრების გამოფენა აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მხატვარ ანდრო კანდელაკის ნახატების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა II მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 68 წლის იუბილეს მიეძღვნა.

08.05.2013

აბიტურიენტთა მიღების პირობები და ვადები

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან:

07.05.2013