სიახლე

წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“-ს ხელშეწყობით წიგნის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში, აკადემიას წიგნის თანაავტორები ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი ესტუმრნენ.

29.01.2014

ლიტერატურული საღამო ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ლიტერატურული საღამო თემაზე „სამშობლო“ ჩატარდა. საბაკალავრო სკოლის III კურსის იუნკერებმა გამოჩენილი ქართველი მწერლების მიერ დაწერილი ლექსები და ლიტერატურული ნაწარმოებები წაიკითხეს. საღამოს მონაწილეებმა ქართველი მეფეებისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები გაიხსენეს.

28.01.2014

პოეზიის საღამო ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პოეზიის საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაკალავრო სკოლის იუნკერებმა. საღამოზე ლექსები პატრიოტულ თემაზე წაიკითხეს იუნკერებმა მარიამ ხაჩირაშვილმა, ეკა ბექაურმა, ვაჟა ქურდაძემ და როზმან შაინიძემ.

27.01.2014

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლების ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლები ესტუმრნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის ისტორია, სტრუქტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები, მიმდინარე პროცესები და აკადემიის სამომავლო გეგმები გააცნო.

27.01.2014

აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი დევიდ დევენპორტი და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი ესტუმრნენ. სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ და აკადემიის მთავარმა სერჟანტმა, უფროსმა სერჟანტმა თორნიკე თვარაძემ უმასპინძლეს.

22.01.2014