სიახლე

ალექსანდრე რონდელი სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელთათვის წაიკითხა ლექცია საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობის, არსებული პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ.

26.12.2013

ალექსი პეტრიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

სამეთაურო-საშტაბო სკოლას დღეს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრმა მსმენელებს ლექცია ჩაუტარა, რომლის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია იყო.

25.12.2013

თორნიკე შარაშენიძე სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

ექსპერტმა გეოპოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელთათვის წაიკითხა ლექცია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

24.12.2013

თენგიზ ფხალაძე სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ლექციაზე ძირითადად ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. 

23.12.2013

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა. 2013 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა I კურსი - V ოცეული „მე-5 ელემენტი“ 18 ქულით. საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა: ინსტრუქტორთა გუნდი „ფეოლა“ - 18 ქულა, I ოცეული „სოფისტები“ – 16 ქულა, II ოცეული „ბრავო“ – 14 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ ალექსანდრე ბერიძეს მიენიჭა.

20.12.2013