სიახლე

ქვეით ოფიცერთა კურსის პრაქტიკული საველე გასვლა

21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით კოჯორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება ათეულის საბრძოლო წვრთნები, საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელშიც მონაწილეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი იღებს.

25.10.2013

ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებული გამოვლინდა

დღეს, დასრულდა ტურნირი ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი დაიკავა IV ბრიგადამ, II ადგილი - II ბრიგადამ, III ადგილი - ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულმა ბრიგადამ.

25.10.2013

რისმაგ გორდეზიანი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფილოლოგი რისმაგ გორდეზიანი ესტუმრა. ბატონმა რისმაგმა ბაკალავრიატის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა, რომლის თემა ანტიკური ერა იყო. ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა ანტიკურ კულტურასა და მის მწვერვალებზე, ეგეოსურ ანუ კრეტა-მიკენის კულტურაზე, ჰომეროსის (გეომეტრიზმის განვითარება), კლასიკურ და ელინისტურ ხანებზე, ასევე განიხილა ანტიკური ერის მოქანდაკეებისა და არქიტექტორების ნამუშევრებსა და შემოქმედებით განვითარებაზე.

23.10.2013

თამაზ ჯოლოგუა ეროვნულ თავდაცის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფილოლოგი თამაზ ჯოლოგუა ესტუმრა. ბატონმა თამაზმა კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა თემაზე „ერის რაობა და ფუნქცია ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისით“. ლექციის დასაწყისში მან განიხილა ილია ჭავჭავაძის დროინდელი ეპოქა, რომ მსმენელებს საშუალება ჰქონოდათ ეპოქის კონტექსტში დაენახათ ის წარუშლელი კვალი, რომელიც მან დატოვა.

22.10.2013

ტურნირი ფრენბურთში

დღეს, სტარტი აიღო ტურნირმა ფრენბურთში, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირის მასპინძელია ეროვნული თავდაცვის აკადემია. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ მედლები და სერთიფიკატები. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადასცემენ გარდამავალ თასს.

21.10.2013