სიახლე

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრობის ფარგლებში, აკადემიაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ ამერიკის სამხედრო სამართლის სისტემა“. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის უფროსი ბატონი მერილ შოლდერ ბლექმენი და ჯგუფის წევრები, ბატონი დევიდ ჩარლს ჰელმა და ბატონი ვილიამ რიჩარდ კლიფტონი.

21.11.2013

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი ესტუმრა. მთავარ სერჟანტთან ერთად აკადემიას ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ზაქარია წერუაშვილი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მთავარი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი, აღმოსავლეთ ოპერატიული ძალების სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი მანუჩარ დავითური და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მთავარი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი მამუკა ქაფიანიძე სტუმრობდნენ.

20.11.2013

სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის III კურსის 23 კადეტი ესტუმრა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აკადემიის III კურსის იუნკერმა არჩილ შავდათუაშვილმა სტუმრებს საქართველოს სამხედრო სასწავლებლების ისტორია გააცნო.

19.11.2013

ირაკლი გილაური ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ლექცია ჩაუტარა. ლექციის დასაწყისში ბატონმა ირაკლიმ იუნკერებს საქართველოს ბანკის ძირითადი ცნობები და წარმატების მიღწევის მისეული საშუალებები გააცნო.

18.11.2013

ალექსი პეტრიაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრმა აკადემიის იუნკერებს ჩაუტარა ლექცია, რომლის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია იყო.

14.11.2013