სიახლე

აშშ-ის ელჩის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ ქაროსანიძეს და აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდა.

11.01.2013

ოფიცრის კურსზე მიღება გამოცხადდა

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულითავდაცვის აკადემიაში ოფიცრის კურსზე მიღების პირობები და ვადები


26.12.2012

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს ნიკოლოზობა მიულოცა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

19.12.2012

აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე დავით აღმაშენებლის სახელობის  ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ეველინ ფარკასი დელეგაციის წევრებთან ერთად აკადემიის რექტორს გიორგი ქველაძეს და კომენდანტს პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძეს შეხვდა.

28.11.2012

სამეთაურო - საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულების მეორე გამოშვება და დაჯილდოება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო საკარიერო სასწავლებლის 28 კურსდამთავრებულის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე. 

06.11.2012