სიახლეები

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ,,INTEGRITY''-ს ფარგლებში 

18 თებერვალი 2019

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ,,INTEGRITY''-ს ფარგლებში 

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Integrity) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ანალიზს და სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო.  შეხვედრას პროექტის კოორდინატორი, ფინანსური მენეჯერი და სხვადასხვა თემატური ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი რეგიონებში

15 თებერვალი 2019

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი რეგიონებში

2019-2020 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ხაშურის, კასპისა და ქარელის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. 
 სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების სტაჟირების დასასრული

14 თებერვალი 2019

სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების სტაჟირების დასასრული

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სენ-სირის სამხედრო სკოლის ორი მსმენელის ოთხკვირიანი სტაჟირება დასრულდა.
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის საველე გასვლა

31 იანვარი 2019

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის საველე გასვლა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელები ერთკვირიან პრაქტიკულ საველე სწავლებას გადიან.
საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

16 იანვარი 2019

საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიაში სტუმრად ფრანგი კადეტები იმყოფებიან. მათ აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში არსებული სამხედრო განათლების სისტემა გააცნეს.