სიახლე

ეროვნული თავდაცვის აკადემია ქ. გორში დაგეგმილ მარათონზე

29 სექტემბერს, ქ. გორში, ახალი ბაღის ტერიტორიაზე გამართულ მარათონში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გორის მუნიციპალიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, მონაწილეობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადმა შემადგენლობამ მიიღო. ღონისძიებაში ასევე ჩართული იყვნენ ადამიანის უფლებების, გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

01.10.2018

ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ბატონი რატო ინოკე კუბუაბოლა თანმხლებ პირებთან ერთად. 

27.09.2018

აკადემიის ხელმძღვანელობის ვიზიტი ლიეტუვის სამხედრო აკადემიაში

მიმდინარე წლის 24 -26 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ნინო გეწაძე და ბაკალავრიატის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლაშა მარკოზაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდნენ. 

27.09.2018

კონსტანტინე ჟღენტისა და მიხეილ უკლებას ლექცია იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ - სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს აკადემიას კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, მიხეილ უკლება და კონსტანტინე ჟღენტი ესტუმრნენ.

26.09.2018

სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერთა საველე მეცადინეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებს დიდგორის  ქედზე ჩაუტარდათ საველე მეცადინეობა, თემაზე: ,,დიდგორის ბრძოლის ტაქტიკური ანალიზი''.

18.09.2018