სიახლე

პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე, დღეს, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, ფუნქცია-მოვალეობებისა და სარდლობის ამოცანების შესახებ ესაუბრა.

07.06.2017

ლექცია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი შალვა ძებისაშვილი აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა და მათ თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. ლექციის მსვლელობისას ბატონმა შალვამ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ჭრილში ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა მიმოიხილა. 

07.06.2017

შესარჩევი ტური ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 29 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს აბიტურიენტთა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას. აკადემიის ბაზაზე აბიტურიენტები გაივლიან ფიზიკური მომზადების ტესტს სირბილში, წოლბჯენიდან აზიდვასა და მუცლის პრესში. 

05.06.2017

საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

05.06.2017

საერთაშორისო შეჯიბრი პეინტბოლში

ივნისს ბათუმმა პეინტბოლში საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლა. აკადემიის პეინტბოლის გუნდმა „უკვდავები“ სამეტაპიან დაძაბულ შეჯიბრში წარმატებით მოახერხა ზღვისპირა ზოლის მოწინააღმდეგისგან გაწმენდა, ზოლის დაკავება და ჯავშანტექნიკასთან გამკლავება. 

05.06.2017