სიახლე

ტრენინგი ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „დისტანციური სწავლება”.

07.07.2017

სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების პრაქტიკული სწავლება

დღეს დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების ორკვირიანი პრაქტიკული სწავლება, რაც მოიცავდა საბრძოლო ბრძანების მიღებას, შემუშავებასა და გაცემას. მომავალ ოფიცრებს სწავლებები, ასევე ჩაუტარდათ დასახლებულ პუნქტში მოქმედებებსა და საბრძოლო სროლებში.

06.07.2017

სასწავლო ბატალიონის II კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორკვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

06.07.2017

ტრენინგი „ფინანსური განათლება“

დღეს, აკადემიაში  სამდღიანი ტრენინგი თემაზე „ფინანსური განათლება“ დასრულდა.

30.06.2017

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისთვის

ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP) თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებისთვის იმართება 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების კურიკულუმის შესახებ. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და DEEP-ს შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია. 

27.06.2017