ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის საველე სწავლება

დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ერთკვირიანი საველე სწავლება, რომელიც კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

აღნიშნული საველე გასვლა მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ სწავლებებს კონტაქტსა და ჩასაფრებაში, მარშრუტის, ზონისა და რაიონის რეკოგნოსცირებაში ასევე, რეიდსა და საპატრულო ბაზის დაკავებაში. საველე-პრაქტიკული სწავლების მიზანია მომავალმა ოფიცრებმა ოცეულის დონეზე პრაქტიკული შესრულებით დახვეწონ ის საბრძოლო ვარჯიშები, რომელიც შესწავლილი აქვთ, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად.


23.07.2018