აკადემიის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

1. როგორ ხდება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩაბარება?
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიიღებიან სრული ზოგადი განათლების მქონე 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge) და რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს.
 
2. რა პროგრამები ფუნქციონირებს აკადემიაში?
აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი პროგრამები:
მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა
 2020-2021 სასწავლო წლიდან აკადემიაში ამოქმედდება მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 
 
3. რას მოიცავს ქართულ ენაში მომზადების პროგრამა?
არა­ქართულ­ენოვან აბიტურიენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემია სთავაზობს ქართულ ენაში მომზადების პროგრამას. აღნიშნული პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად მიიღონ საჭირო ცოდნა ქართულ ენაში.
 
4. რას მოიცავს აკადემიის შიდა ტურები?
აკადემიის შიდა ტურები მოიცავს ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, გასაუბრებასა და სამედიცინო შემოწმებას.
 
5. რას მოიცავს ფიზიკური მომზადების ტესტი?
ფიზიკური მომზადების ტესტი მოიცავს 3200 მეტრზე რბენას, წოლბჯენიდან აზიდვასა და მუცლის პრესს. დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ბმულებზე https://bit.ly/2Us1fso და https://youtu.be/hUmJ6dqYYms
 
6. აუცილებელია თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება?
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.
 
7. რა საგნები ბარდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?
გამოცდები ბარდება შემდეგ საგნებში:
ზოგადი უნარები
უცხო ენა
ქართული ენა
მათემატიკა
ისტორია (მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებისას)
 
8. რამდენია აკადემიაში სწავლის საფასური?
აკადემიაში სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
 
9. აქვთ თუ არა იუნკერებს სტიპენდია?
იუნკერთა თვიური სტიპენდია განისაზღვრება რეიტინგული ქულის მიხედვით. რეიტინგული ქულის/სტიპენდიის ოდენობის დაანგარიშება ხდება სემესტრულად
წარჩინებული (A+) – 300 ლარი
10% – 200 ლარი
დანარჩენი – 100 ლარი (I სემესტრი - 50 ლარი)
 
10. რა საბუთებია საჭირო აკადემიაში მოსახვედრად?
აბიტურიენტმა აკადემიის მიმღებ კომისიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ივსება აკადემიის მიმღებ კომისიაში)
ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
დაბადების მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
პირადობის მოწმობა (დედანი) და ასლი – 2 ეგზ.
ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი) და ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის (დედანი) და ასლი – 2 ეგზ.)
ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
მართვის მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)
ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ ("MMR" – წითელა, წითურა, ყბაყურა; "TD" – ტეტანოსი–დიფტერია) – 2 ეგზ.
ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ – 2 ეგზ.
ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ) – 2 ეგზ.
მიღებული სერტიფიკატების ასლები
სამხედრო ბილეთის ასლი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია (CD)
მუყაოს საქაღალდე - 2 ც.
 
11. სად მდებარეობს ეროვნული თავდაცვის აკადემია?
აკადემიის მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
 
12. აკადემიაში ჩაბარების შემდეგ რა სახის კონტრაქტს აფორმებს იუნკერი?
საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი ვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმოს 10 წლიანი კონტრაქტი, რაც ითვალისწინებს 4 წლიან სწავლებასა და 6 წლიან სამხედრო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს?
 
13. როდის შედის კონტრაქტი ძალაში?
კონტრაქტი ძალაში შედის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ.
 
14. რას წარმოადგენს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი?
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი წარმოადგენს ახალწვეული სამოქალაქო პირის სამხედრო მოსამსახურედ გარდაქმნის პროცესს. კურსის განმავლობაში ახალწვეულები ეუფლებიან საბაზისო ტაქტიკისა და გადარჩენისთვის საჭირო პროცედურებს, სროლისა და მარშის პრინციპებს, ასევე შეისწავლიან სამხედრო ცხოვრებისათვის საჭირო წესებს, სტანდარტებსა და პროცედურებს შეიარაღებული ძალების მოთხოვნების შესაბამისად.
 
15. რამდენ კვირიანია საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი?
იუნკერის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი მოიცავს 10 კვირას.
 
16. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ იუნკერი ვერ შეძლებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლას?
აღნიშნულ შემთხვევაში, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე იუნკერი ტოვებს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას.
 
17. აქვს თუ არა ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მობილობა?
აკადემიაში ბაკალავრიატის საფეხურზე აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე ხორციელდება მხოლოდ შემოდგომის გარე მობილობა, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დადგენილ ადმინისტრაციულ ვადებში. გარე მობილობით გადმოსული იუნკერები სწავლას პირველი კურსიდან დაიწყებენ. 
 
18. ინგლისური ენის გარდა ისწავლება თუ არა სხვა უცხო ენა?
იმ შემთხვევაში თუ იუნკერი ინგლისურ ენას ფლობს B2 დონეზე მას აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს სხვა უცხო ენა - ფრანგული ან გერმანული.
 
19. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის რომელი კურსიდან ხდება იუნკერების შერჩევა?
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ყველა იუნკერს.
 
20. როგორ ხდება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის იუნკერების შერჩევა?
გაცვლით პროგრამებში მონაწილე იუნკერთა შერჩევა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის შეირჩევიან მაღალი აკადემიური და ფიზიკური მოსწრების მქონე იუნკერები, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ შესაბამის უცხო ენას.