თავდაცვის ანალიზი

მიმოხილვა

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადება, რომელთაც ექნებათ კომპეტენცია უსაფრთხოების ცვალებადი გარემოს პირობებში იმუშავონ ხელმძღვანელ თანამდებობებზე თავდაცვის სფეროს ფართო სპექტრში, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე. 

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს თავდაცვის ანალიზის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭება 121 კრედიტის დაგ­რო­ვების შე­დე­გად, რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად: 101 კრედიტი - სავალდებულო სასწავლო კურსები, 20 კრედიტი - არჩევითი სასწავლო კურსები. (შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტების რაოდენობაა 55 კრედიტი). პროგრამით გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი

- 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომი.