თავდაცვა და უსაფრთხოება

მიმოხილვა

თავდაცვის და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის ძირითადი მიზნებია:

  • კომპლექსური ცოდნის მიღება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გლობალურ და ეროვნულ დონეზე.
  • საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროებში უსაფრთხოების ზოგადი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.
  • რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების საბაზისო უნარების განვითარება პრაქტიკაში გამოყენებისთვის. აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებმა დააკმაყოფილონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, დასაქმდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ან/და სამოქალაქო სექტორში, შეძლონ სწავლის გაგრძელება, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე.
  • იყვნენ კონკურენტუნარიანნი ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე. შეძლონ წარმატებული კარიერული წინსვლა და თავისი შესაძლებლობების რეალიზება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.