თავდაცვა და უსაფრთხოება

მიღება

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს:

✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 50 მისაღები ადგილი

I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები

1. აბიტურიენტები, რომლებიც  წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).

2. აბიტურიენტები, რომლებიც  წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.

 

 II  ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებმაც წარმატებით  გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:


☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ ისტორია / მათემატიკა / სამოქალაქო განათლება

 

  • I, II და III კურსის ყველა იუნკერი აიღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 320 ლარს, გარდა ამისა წარჩინებული იუნკერები აიღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.

დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები:

რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 წარჩინებული - 300 ლარი

რეიტინგული ქულა A 91 – 94 - 200 ლარი

რეიტინგული ქულა B 81 - 90 - 100 ლარი

  • IV კურსის იუნკერების დარიცხული სტიპენდია შეადგენს 1530 ლარს (ხელზე ასაღები 1200 ლარი).

საბუთების მიღება იწარმოებს აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  3. დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  4. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  5. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  6. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან/სასწავლებლიდან. დედანი და ასლი) - 2 ეგზ.
  7. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  9. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
  10. ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  11. მართვის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი- 2.
  13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანოსი–დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ჩაბარებული ანალიზის პასუხი) დედანი და ასლი – 2 ეგზ.
  15. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  16. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  17. შრომის წიგნაკის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  18. მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  19. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  20. 6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე
  21. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი.
  22. მუყაოს საქაღალდე - 2 ცალი.