სამეთაურო-საშტაბო კურსი

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსი შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარმოადგენს შუალედური სამხედრო განათლების საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს ტაქტიკურ-ოპერატიულ დონეზე ოფიცრების (მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი) მომზადებას, რომლებსაც შეეძლებათ უხელმძღვანელონ ბატალიონს (ბრიგადას) და იმსახურონ ზემდგომ შტაბებში.

სამეთაურო-საშტაბო სკოლაში ჩარიცხულ ოფიცრებს, სწავლის პერიოდში, შეეძლებათ სამაგისტრო პროგრამისათვის კრედიტების გარკვეული რაოდენობის დაგროვება.

კურსის მიზანია - საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მოამზადოს უფროსი ოფიცრები, რომლებიც თავიანთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით მზად იქნებიან ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად დაგეგმონ და აღასრულონ ოპერაციები ნებისმიერ გარემოსა და პირობებში.

სამეთაურო-საშტაბო კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • სამხედრო ოპერაციების პრინციპები
  • ლიდერობა და მენეჯმენტი
  • ომის თეორია და სამხედრო ხელოვნება
  • თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება