სიახლეები

ღია კარის დღე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

მიმდინარე წლის 28 მარტს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში ჩაბარების, არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ახალგაზრდებს ასევე მიეცათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და საცხოვრებელ პირობებს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 2019 წლის 16 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმებას, გასაუბრებასა და ფიზიკური მომზადების ტესტს.

2019-2020 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტის, ინფორმატიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამებზე. აკადემიაში ჩაბარების შემთხვევაში თითოეული იუნკერი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით.

სწავლის დასრულების შემდეგ აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას "ლეიტენანტი". ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.