სიახლეები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა საერთაშორისო კვირეული დასრულდა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა რიგით მეხუთე საერთაშორისო კვირეული დასრულდა. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა 13 ქვეყნის 15 პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქართველ იუნკერებთან ერთად, უცხოელმა კადეტებმა სხვადასხვა სახის აკადემიურ, სპორტულ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო კვირეულის მიზანს უცხოური სამხედრო სასწავლებლების მსმენელთათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და ზოგადად, საქართველოს გაცნობა წარმოადგენს.