სიახლეები

ჯეფერსონის ინსტიტუტის და ნორვეგიის შესაძლებლობების განვითარების პროექტის წამომადგენლები აკადემიაში

მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ჯეფერსონის ინსტიტუტის, ნორვეგიის შესაძლებლობების განვითარების პროექტის და უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაცია. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს გაცნობითი სახის პრეზენტაციები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრებზე, ასევე განხილულ იქნა ნორვეგიის შესაძლებლობების განვითარების პროექტისა და ჯეფერსონის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ერთმნიშვნელოვნად აამაღლებს თანამედროვე დისტანციური სწავლების არსის გააზრებას და დააჩქარებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას დისტანციური სწავლების ცენტრის მიერ თავდაცვის ძალებში.