სამეთაურო-საშტაბო კურსი

მიმოხილვა

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსი თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარმოადგენს შუალედური სამხედრო განათლების საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს ტაქტიკურ-ოპერატიულ დონეზე ოფიცრების (მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი) მომზადებას, რომლებსაც შეეძლებათ უხელმძღვანელონ ბატალიონს (ბრიგადას) და იმსახურონ ზემდგომ შტაბებში.

სამეთაურო-საშტაბო სკოლაში ჩარიცხულ ოფიცრებს, სწავლის პერიოდში, შეეძლებათ სამაგისტრო პროგრამისათვის კრედიტების გარკვეული რაოდენობის დაგროვება.

კურსის მიზანია - საქართველოს თავდაცვის  ძალებისათვის მოამზადოს უფროსი ოფიცრები, რომლებიც თავიანთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით მზად იქნებიან ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად დაგეგმონ და აღასრულონ ოპერაციები ნებისმიერ გარემოსა და პირობებში.

აღნიშნული პროგრამა, ქვეყნისა და თავდაცვის ძალების ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე, ოფიცრებისა და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მომუშავე სამოქალაქო პირებისათვის უზრუნველყოფს პროფესიონალიზმისა და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორც სამხედრო ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ასევე თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში. სამხედროებისთვის უზრუნველყოფს შუალედურ სამხედრო პროფესიულ განათლებას, რაც ასევე აუცილებელი პირობაა შემდგომი პროფესიული განვითარების საფეხურის, თავდაცვის უმაღლესი სკოლის პროგრამის გავლისათვის. 

საქართველოს თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკი და მაიორის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე ოფიცრებს, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებიდან წარმოდგენილ შესაბამისი გამოცდილების მქონე სამოქალაქო პირებს მისცეს თანამედროვე სამხედრო განათლება და განავითაროს მათი სამეთაურო და საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, რომლებიც თავიანთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით მზად იქნებიან ქვეყნისა და თავდაცვის ძალების წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე დაგეგმონ და აღასრულონ ოპერაციები და სამხედრო კამპანიები ნებისმიერ გარემოსა და პირობებში.