ორგანიზაციული სტრუქტურა

უზრუნველყოფის სამსახური

 სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის  აკადემიის შტაბის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) უზრუნველყოფის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. სამსახური არის აკადემიის შტაბში შემავალი დამხმარე სტრუქტურული ერთეული.
  3. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, წინამდებარე დებულებისა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
  4. სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის წინაშე.
  5. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებს და სამუშაო აღწერილობის ფორმებს ამტკიცებს რექტორი.

 მუხლი 2. სამსახურის ამოცანა

სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვას, აღსრულებას და განაწილებას; აკადემიისთვის გადმოცემული/შესყიდული ქონების მიღებას, შენახვას, სასაწყობე მეურნეობის ორგანიზებას და დადგენილი წესების მიხედვით განაწილებასა და შემდგომ მომსახურეობას.

 მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მიწოდებული ხელშეკრულებების საფუძველზე   საქონლის/მომსახურების/სამუშაოების მიღება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკადემიისათვის გადმოცემული შესაბამისი ქონების მიღება;

გ) არსებული მარაგების გათვალისწინებით აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით;

დ) მიღებული და გაცემული საქონლის ელექტრონული და დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება;

ე) სასაწყობო მეურნეობაზე სისტემატური კონტროლის განხორციელება.

ვ)  სასაწყობე მეურნეობის საქმიანობის კონტოლი;

ზ)  საწყობში მარაგების შესაბამისი დოკუმენტაციით მიღების/გაცემის კონტროლი;

თ)  აკადემიაზე რიცხულ ავტო-ტექნიკის სწორად ექსპლუატაცია და მისი კონტროლი;

ი)  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ავტოტექმომსახურეობის სერვის ცენტრებთან თანამშრომლობა;

კ)  აკადემიის საყოფაცხოვრებო მომსახურების სწორად და ხარისხიანად განხორციელება და მასზე კონტროლი;

ლ) აკადემიის პირადი შემადგენლობის სამედიცინო უზრუნველყოფა;

მ) აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ნ) აკადემიის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების  შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 მუხლი 4.  სამსახური ხელმძღვანელობა

  1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც აკადემიის რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
  2. სამსახურის უფროსი:

     ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის მუშაობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საერთო ხელმძღვანელობას;

დ) უზრუნველყოფს სამსახურის პერსონალის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ აკადემიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულებისათვის მოთხოვნის მიხედვით, საჭირო მატერიალური საშუალებების მიწოდებას და აკადემიის არსებული მარაგების შევსებას გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ლიმიტის ფარგლებში, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში შესყიდვების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს აგრეთვე, სამსახურის მიერ აკადემიის სახელით მიღებული საქონლის/მომსახურების/ სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების  (პროექტების) ვიზირებას;

ზ) მონაწილეობს აკადემიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

თ) წარადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდულად, ხელმძღვანელობის მოთხოვნით;

ი) პერიოდულად ისმენს სამსახურის პერსონალის ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;

კ) ასრულებს აკადემიის რექტორისა და უშუალო უფროსის მითითებებსა და დავალებებს.

 მუხლი 5.  სამსახური სტრუქტურა და ფუნქციები

  1. სამსახურის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ლოჯისტიკური ქონების აღრიცხვის ჯგუფი;

ბ) შენახვის ჯგუფი;

გ) სატრანსპორტო ჯგუფი;

დ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ჯგუფი;

ე) ლაზარეთი;

ვ) სპორტული კომპლექსი;

ზ) ტექნიკური მომსახურების ჯგუფი;

თ) დაცვის ჯგუფი.

 

 

  1. სამსახურის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:

 ა) ლოჯისტიკური ქონების აღრიცხვის ჯგუფის ფუნქციებია:

ა.ა) აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ლოგისტიკური კლასების მიხედვით აღრიცხვის წარმოება;

ა.ბ) შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების დადგენილი წესის მიხედვით წარმოება;

ა.გ) საწყობებზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ქონების სააღრიცხვო მონაცემებთან დოკუმენტალური შედარების განხორციელება;

ა.დ) დადგენილი პერიოდულობით აკადემიის ლოგისტიკური ქონების და ლოგისტიკური საააღრიცხო დოკუმენტების აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვის ჯგუფთან შედარებების განხორციელება;

ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 ბ) შენახვის ჯგუფის ფუნქციებია:

ბ.ა) აკადემიაზე გადმოცემული/შესყიდული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიღება/დასაწყობება;

ბ.ბ) სასაწყობე მეურნეობის საქმიანობის ორგანიზება;

ბ.გ) მარაგების შესაბამისი დოკუმენტაციით მიღების/გაცემის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ.დ) სასაწყობე მეურნეობის, სანიტარული მდგომარეობისა და საწყობებში მატერიალური ფასეულობების დაუზიანებლად შენახვის პირობების უზრუნველყოფა;

ბ.ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 გ) სატრანსპორტო ჯგუფის ფუნქციებია:

გ.ა) აკადემიის ბალანსზე რიცხული ავტო-ტექნიკის მუდმის საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება;

გ.ბ) აკადემიის პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;

გ.გ) აკადემიისათვის გადმოცემული ტვირთების ტრანსპორტირება;

გ.დ) შესაბამისი ხელშეკრულებების მიხედვით ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

გ.ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 დ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ჯგუფის ფუნქციებია:

დ.ა) აკადემიის საყოფაცხოვრებო მომსახურების სწორად და ხარისხიანად განხორციელება;

დ.ბ) აკადემიაში ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ.გ) აკადემიაში სხვადასხვა ლოჯისტიკური პროცესების მხარდაჭერა;

დ.დ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 ე) ლაზარეთის ფუნქციებია:

ე.ა) აკადემიის პირადი შემადგენლობის სამედიცინო უზრუნველყოფა დაავადებათა პრევენცია და სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი;

ე.ბ) სასწავლო–საველე გასვლების სამედიცინო უზრუნველყოფა;

ე.გ) სადღეღამისო სამედიცინო მორიგეობის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად;

ე.დ) ავადმყოფისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და კომპეტენციის ფარგლებში ავადმყოფთა ამბულატორიული მიღება და მკურნალობის განხორციელება;

ე.ე) საჭიროებისამებრ ავადმყოფთა სტაციონალური მკურნალობისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება და/ან სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტთა გადაყვანის უზრუნველყოფა;

ე.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინიტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა;

ე.ზ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 ვ) სპორტული კომპლექსის ფუნქციებია:

ვ.ა) აკადემიის პირადი შემადგენლობისათვის დაგეგმილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ.ბ) აკადემიაში დაგეგმილი სასწავლო მეცადინეობებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში სპორტული აქტივობების დაგეგმვა;

ვ.გ) აკადემიის სპორტული ინფრასტრუქტურის სწორი ექსპლოატაციის უზრუნველყოფა და მოვლა;

ვ.დ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი

 დებულებაში   ცვლილებებისა   და   დამატებების   შეტანა   აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.