ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

ნინო ჯოჯუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით.

სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით აკადემიაში ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზნები და ფუნქციებია:

    • აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება მისი სრულყოფის მიზნით;
    • აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისათვის მომზადება;
    • სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
    • ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და კვლევის შეფასების წესის შემუშავება;
    • თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
    • აკადემიის მიერ განხორციელებული საბაკალავრო, სამაგისტრო, სამხედრო პროფესიული განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება და მათ საფუძველზე სისტემატური ტექნიკური მონიტორინგის ორგანიზება, მათ შორის, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით;
    • რეკომენდაციების შემუშავება საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე;
    • მონაწილეობა აკადემიური პერსონალის, იუნკერებისა და დამსაქმებლების კითხვარების შემუშავებაში და კითხვარის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება აკადემიის საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
    • მონაწილეობა კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მონიტორინგის პროცესში;
    • კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბოლონიის პროცესთან, კურიკულუმის შემუშავებასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;
    • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;
    • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.