ბაკალავრიატის ენობრივი მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს იუნკერებისათვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო ინგლისური ენისა და სხვა სასურველი უცხო ენის (გერმანული/ფრანგული) ყველა სასწავლო კურსის პროგრამების მომზადებას და სწავლებას.
იუნკერები, ვალდებულნი არიან გაიარონ აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ინგლისური ენის ყველა სასწავლო კურსი.
აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული ყველა იუნკერი ენობრივი კომპეტენციის დონის დადგენის მიზნით აბარებს დონის დამდგენ ტესტს (placement test). ტესტის შედეგების მიხედვით იუნკრები გადანაწილდებიან შესაბამისი დონის ჯგუფებში: A1, A2, B1, B1+, B2, B2+.
იუნკერებს სხვა სასურველი უცხო ენის (გერმანული/ ფრანგული) არჩევის/სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრიდან მეოთხე სემესტრის ჩათვლით ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დაფიქსირების შემთხვევაში.