დისტანციური სწავლების ცენტრი
დისტანციური სწავლების ცენტრი წარმოადგენს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც 2020 წელს შეიქმნა. ცენტრის მთავარი მიზანია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა, ასევე თავდაცვის ძალებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს "პარტნიორობა მშვიდობისა და უსაფრთხოების კონსორციუმის" დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფთან, ნატო-ს განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონულ აკადემიასთან და სხვა სამხედრო სასწავლო დაწესებულებებთან, რომლებიც დისტანციური სწავლების მიმართულებით მუშაობენ. გარდა ამისა, ცენტრი მონაწილეობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და საქმიანობის შემდგომ განვითარებას.
ცენტრის მიზნები
დისტანციური სწავლების ცენტრის მიზნები მოიცავს:
ცენტრის მთავარი ამოცანები
ცენტრის ძირითადი ფუნქციები
დღეს ცენტრი აქტიურად სთავაზობს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სამხედრო და სამოქალაქო პირებს სხვადასხვა სასერტიფიკატო დისტანციურ კურსებს. 2022 წლიდან დღემდე ცენტრში უწყვეტად მიმდინარეობს სინქრონული და ასინქრონული ფორმატის ონლაინ კურსები. 2024 წლის მონაცემებით, ცენტრს ჰყავს 1280 კურსდამთავრებული. 2025 წლისთვის დაგეგმილია 11 დისტანციური კურსის ჯამში 20-ჯერ ჩატარება და 550 მსმენელის მიღება.
დისტანციური სწავლების ცენტრი განაგრძობს განათლების ხელშეწყობასა და სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას თავდაცვის სექტორში, რაც ხელს უწყობს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას.