დისტანციური სწავლების დანერგვის საჭიროება თავდაცვის ძალებში
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და სწრაფად მზარდმა დინამიკამ განათლების სექტორში მნიშვნელოვანი გახადა ახალი ინოვაციური მიმართულებების დანერგვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების განათლების სისტემაში.
მსოფლიოში COVID პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა განათლების მიმართულებით გაზარდა დისტანციური სწავლების მოთხოვნილება და ნათლად აჩვენა ამ ტიპის სწავლების საჭიროება კრიზისული სიტუაციის წარმატებით მართვაში საგანმანათლებლო მიმართულებით.
დისტანციური სწავლება ხელს უწყობს ხარისხიან, თანამედროვე და მოქნილ სასწავლო გარემოს, მრავალმხრივ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მის ეფექტურობას სწავლის პროცესში.
თანამედროვე ეპოქაში პროფესიული ზრდის მიზნით დისტანციური სწავლების დამკვიდრება მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელსაც დიდი სამომავლო პერსპექტივა გააჩნია. ელექტრონული სწავლება აღწევს უფრო ფართო სამიზნე აუდიტორიას