დისტანციური სწავლების სახეები
სიქრონული სწავლების დროს სწავლის პროცესი რეალურ დროში ხდება და მოითხოვს ორ ადამიანს შორის ერთსა და იმავე დროს კომუნიკაციას.
სწავლების დროს გამოიყენება ლაივი რეალურ დროში, აუდიო-ვიდეო კონფერენცია, მიმოწერა, გამოკითხვა.
ასინქრონული სწავლების დროს მოვლენები დროში დამოუკიდებელია. ონლაინ სწავლა ხდება მსმენელისთვის ნებისმიერ მისთვის სასურველ დროს.
სწავლების დროს გამოიყენება ელექტრო სახელმძღვანელოები, ბლოგი, ვიდეო გაკვეთილების ჩანაწერები , დისკუსიის ფორუმი, ელ. ფოსტა, ვებ-ტრანსლაცია
სინქრონული და ასინქრონული სწავლების ელემენტების ერთოროულად გამოყენების შესაძლენლობას გულისხმობს.
რატომ დისტანციური სწავლება?
დისტანციური სწავლების მიდგომები
სწავლების დროს მსმენელებს შეუძლიათ მასალებზე წვდომა ონლაინ სასწავლო პლატფორმიდან. მსმენელებს თავისუფლად შეუძლიათ ისწავლონ საკუთარი ტემპით და განსაზღვრონ ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესების საფუძველზე სწავლების გზები.
კურსის დაგეგმვასა და გახორციელებას უზრუნველყოფს ინსტრუქტორი ან/და ფასილიტატორი ონლაინ სასწავლო პლატფორმის საშუალებით. კურსის მსმენელებს ისევე როგორც, ფასილიტატორებსა და ინსტრუქტორებს შესაძლებლობა აქვთ კომუნიკაციისათვის გამოიყენონ საშუალებები, როგორიცაა: ელ.ფოსტა, სადისკუსიო ფორუმი, ჩეთები, გამოკითხვები, დაფები, პროგრამების გაზიარება და აუდიო და ვიდეო კონფერენციები.