ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

მიმოხილვა

სსიპ - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია  საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც ვერ ფლობენ ქართულ ენას და სურვილი აქვთ ისწავლონ აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სთავაზობს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

  1. არა­ქართულ­ენოვანი იუნკერებისთვის  ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) შეძენა  B2 დონეზე;
  2. კურსდამთავრებულებმა შეძლონ წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე, სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის, სხვადასხვა ტიპის (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) ტექსტების ადეკვატურად გაგება და შექმნა (სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება);

  3.  გამოუმუშავდეთ ლექსიკური მარაგის, სწორი მორფოლოგიური ფორმებისა და  სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით წინადადებების აგების უნარი; სიტუაციის (კონტექსტის)  შესაბამისად  ენობრივი ფორმების გამოყენების უნარი; ტექსტის გაგების, კონსტრუირებისა და ინტერპრეტირებისათვის სათანადო სტრატეგიების გამოყენების უნარი; ქართული ენის გამოყენებით ქართულ  გარემოში ორიენტირების უნარი; 

  4.  როგორც  სახელმწიფო ენის სწავლება, ასევე  არაქართულენოვანი იუნკერებისთვის თავდაცვის ძალებში ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის ხელშეწყობა;

     

 

ქართულ  ენაში მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: 

  • აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და მიმდინარე წელს არ უსრულდებათ 23 წელი;
  • აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  აბარებენ მხოლოდ ერთ-ერთ შემდეგ ტესტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისათვის დადგენილი წესით: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი; ოსური ენის ტესტი და აფხაზური ენის ტესტი;