ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მიზანია თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება.
კურსზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმების, ფიზიკურ მომზადებისა და გასაუბრების შედეგად.
კურსის პროგრამა მოიცავს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს და საგანმანათლებლო პროგრამას.
კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან საჯარისო წესდებებს, საცეცხლე მომზადებას, საერთო საჯარისო ტაქტიკას, სამხედრო ტოპოგრაფიას და საქართველოს სამხედრო ისტორიას. მსმენელები აგრეთვე შეისწავლიან სამხედრო საინჟინრო მომზადებას, კავშირგაბმულობას, ლოგისტიკას, არტილერიას, სამედიცინო მომზადებას, საერთო საჯარისო დაზვერვას, პერსონალის მართვას, შეიარაღებული კონფლიქტების სამართლსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას. აღნიშნული კურსი ასევე მოიცავს ინგლისური ენის შესწავლას (STANAG - A1).
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭებათ სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ და ისინი სწავლას სამხედრო სპეციალიზაციის კურსებზე გააგრძელებენ