ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი

პროგრამის სახელწოდება:

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამა.

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის  პროგრამის სტრუქტურა:

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის წარმატებით  დასრულების შემდეგ კურსგავლილს (მსმენელს) გადაეცემა კურსის (BCT) დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამის დაშვების წინაპირობა:

აკადემიის შიდა წესის შესაბამისად შესარჩევი ტურის გავლა (სამედიცინო შემოწმება, ფიზიკური  ნორმატივების ჩაბარება, ფსიქოლოგიური შერჩევა /გასაუბრება)

სამედიცინო შემოწმება:

აკადემიაში  ჩაბარების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გაცემულ დასკვნაში  უფიქსირდებათ „ვარგისია“ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში მისაღებად. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დასკვნების გადმოგზავნა ხდება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში კონფიდენციალურად ელექტრონულად.

ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება:

ფიზიკური მომზადების ტესტირება არის კომპლექსური, რომელიც შედგება 3 (სამი) ვარჯიშისაგან:

  1. იატაკიდან აზიდვა;
  2. მუცლის პრესი;
  3. 3200 მეტრზე სირბილი.

ტესტის თითოეულ სახეობაში კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 40 ქულა, ხოლო სამივე სახეობაში მინიმუმ 120 ქულა.

ფიზიკური შესაბამისობის ტესტი ჩაბარებულად ეთვლება, თუ მან დააგროვა მინიმუმ 40 ქულა.

ფსიქოლოგიური შერჩევა-გასაუბრება:

ფსიქოლოგიური შერჩევა  მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  1. ტესტირება - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები ატარებენ ტესტირებას, რომელიც კანდიდატს აფასებს 5 კატეგორიის მიხედვით:
  • მიღწევის მოტივაცია
  • დისციპლინა
  • პრეზენტაბელურობა
  • ფსიქოლოგიური სტაბილურობა
  • ლიდერობა
  • ინტელექტი
  1. კლინიკური გასაუბრება - რა დროსაც ხდება კანდიდატის დიაგნოსტირება ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებით.

გასაუბრების კომისია თითოეულ კანდიდატზე გადაწყვეტილებას იღებს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეჯერებით.

 პროგრამის მიზანი:

აკადემიაში  ჩარიცხული საქართველოს მოქალაქის სამხედრო პიროვნებად გარდაქმნა, მისი ფიზიკური ამტანობის, სტრესულ სიტუაციაში ემოციური მდგრადობისა და  ბაზისური სამხედრო უნარების განვითარება, მასში სამხედრო დისციპლინის ჩამოყალიბება და იმ გამოწვევებისთვის მომზადება, რომელიც მსმენელს აკადემიაში სწავლისას შეხვდება.

საწყისი საბრძოლო მომზადების  (BCT) კურსის მსვლელობისას, მსმენელის მიღწევის შეფასება მიმდინარეობს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ადაპტაცია;
  • დისციპლინა;
  • ლიდერობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • შემოქმედებითი უნარი;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზატორული უნარი;
  • ინიციატივა;
  • გამბედაობა;
  • გუნდურობა;
  • ნებისყოფა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • სხვისი დახმარება;
  • სხვისი გამხნევება;
  • სწრაფად და სწორად რეაგირება ბრძანებაზე.

 ინსტრუქტორების ამოცანაა გამოავლინოს:

  • შეესაბამება თუ არა მსმენელი ეთა-ს ქვედანაყოფს;
  • მსმენელის ამოცნობა მოკლე პერიოდში;
  • მსმენელის ფსიქოლოგიური მდგრადობის შეფასება;
  • მსმენელის ნებისყოფის სიმტკიცის შემოწმება;
  • მსმენელის ჯგუფთან კომუნიკაბელურობა;
  • მსმენელის ინდივიდუალურობა;
  • მსმენელის ლიდერობა;
  • უნებისყოფო მსმენელი;
  • მსმენელის დადებითი და უარყოფითი ჩვევების მაქსიმალურად გამოვლენა;
  • მსმენელს გააჩნია თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენად ზედმიწევნით ასრულებს დავალებებს.

 სწავლის შედეგები:

დამახსოვრება:

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • სამხედრო ფიცი;
  • სამხედრო ნაწილის საბრძოლო დროშის არსი და მნიშვნელობა;
  • საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
  • ქვეითი ჯგუფის, ათეულის და ოცეულის სტრუქტურა და შეიარღება;
  • ბრძოლა მონღოლ დამპყრობელთა წინააღმდეგ;
  • სამხედრო წოდებები;
  • ჯარისკაცის მოვალეობები;
  • ასეულის მორიგის, ასეულის მედღევეს მოვალეობები;
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
  • ყარაულის პირადი შემადგენლობის მოვალეობები;
  • საშტატო იარაღის დანიშნულება, ტ.ტ.მ;
  • ბალისტიკა. გასროლა და მისი პერიოდები, ფრენისას ტყვიაზე მოქმედი ძალები;
  • ტოპოგრაფიული რუკის წაკითხვა, კარტოგრაფიული პირობითი ნიშნები, რელიეფის ფორმები, წერტილის სიმაღლის განსაზღვრა;
  • პირველადი დახმარების გაწევა  სასუნთქი გზების დახშობის დროს და ჭრილობების კატეგორიების მიხედვით;
  • ქართველი ერისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოშობა. ვახტანგ გორგასალი - უჯარმის ბრძოლა;
  • დავით აღმაშენებელი. რეფორმები. დიდგორის ბრძოლა;
  • თამარის ეპოქა. შამქორის ბრძოლა. ბასიანის ბრძოლა;

            გიორგი ბრწყინვალე. ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის;

  • მარტყოფის ბრძოლა. მარაბდის ბრძოლა.

 

 გაგება:

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენეი ახსნის:

  • ოცეულის და ათეულის სამწყობრო მომზადების ილეთების შესრულებას ადგილზე და გადაადგილების დროს;
  • ოცეულის სამწყობრო დათვალიერებას და ოცეულის ყაზარმაში შემოწმების წესს;
  • სიტყვიერი კომუნიკაციის დამყარებას;
  • შოკის ნიშნების განსაზღვრას.
  • ტოპოგრაფიის საგანს და ამოცანებს;
  • ორიენტირებას ადგილობრივი საგნებით;
  • საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანებს;
  • დაშავებულის შეფასებას, პირველადი დახმარების გაწევას, სხვადასხვა სახის სისხლდენისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების დროს;

 

 გამოყენება:

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელთა ქცევის წესების შესრულებას;
  • მხედრული თავაზიანობისა და სამხედრო მოსამსახურეების ქცევის წესების

       დაცვას;

  • აღმოფხვრას შეფერხებები სროლის დროს;
  • 4 ფუნდამენტური უნარ-ჩვევებით სროლის წარმოებას;
  • სამწყობრო ილეთების შესრულებას გადაადგილებისას და ადგილზე;
  • ტაქტიკურ გადაადგილებას ინდივიდუალურად, ჯგუფის, ათეულის

      შემადგენლობაში, ვიზუალური სიგნალების გამოყენებას;

  • ინდივიდუალური საცეცხლე პოზიციების დაკავებას და მომზადებას;
  • ინფორმაციის მოხსენებას (SALUTE) ფორმატის გამოყებით;
  • მიმართულებისა და მანძილის მითითებით გადაადგილებას;
  • კომპასით მიმართულების მაგნიტური აზიმუტის გაზომვას, კუთხის გაზომვა

      მიმართულებათა შორის;

  • რადიოსადგურის სამუშაოდ მომზადებას;
  • დაშავებულის გადაყვანის ხერხების გამოყენებას;
  • განგაშზე მოქმედებებს;
  • 5,56 მმ ავტომატური კარაბინის (M4) დაშლა და აწყობას;
  • 5,56 მმ ავტომატური კარაბინის (M4) სროლის შემოწმებასდა ნორმალურ    

      მოხვედრებამდე მიყვანას;

  • AK-74 სროლის შემოწმებასდა ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანას;
  • ნატყვიართა დაჯგუფების სავარჯიშო (M4 A3)შესრულებას;
  • საბრძოლო ვაზნებით წინასწარი სროლის, პირველსაწყისი, სროლის პირველი და ჩასათვლელი (ალტერნატიული - საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოების (M4 A3) შესრულებას. 

შეფასების სისტემა

    მსმენელთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენად კურსის განმავლობაში  ორჯერ, I და IV კვირაში ჩატარდება ფიზიკური მომზადების დიაგნოსტიკური ტესტი. ფიზიკური მომზადების დიაგნოსტიკური ტესტის შეფასება განხორციელდება თავდაცვის სისტემაში დადგენილი ფიზიკური მომზადების სტანდარტის შესაბამისად.

    მსმენელთა სასწავლო კურსის/მოდულის შეფასება მო­ი­ცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით გამოცდას, რომლებსაც გააჩნიათ თავისი ქულობრივი ხვედრითი წილი საბოლოო შე­ფა­სებაში. მოდულის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია მოდულის საერთო შეფასების 60 %-ით.

 

 შუალედური შეფასება:

    ტარდება მოდულის გარკვეული მოცულობის გავლის შემდეგ. შუა­ლე­დური შეფასება და­ყო­­ფილია კომპონენტებად (მიმდინარე შეფასებები, შუალედური გამოცდა), რომლებსაც აქვთ თა­ვისი ხვედრითი წი­ლი ამ ელემენტის ფარგლებში.     პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შუალედურ გამოცდაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60 %-ით.

    თუ მსმენელის შუალედური შეფასებებისას უკვე მიღებული შედეგით ჩანს, რომ მსმენელს შემდგომ შეფასებებში და დასკვნით გამოცდაზე მაქსიმალური ქულის მიღების შემთხვევაშიც კი ვერ უგროვდება  მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა, მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.

           

 სასწავლო კურსის/მოდულის დასკვნითი გა­მოც­და: სავალ­დე­ბულოა და მასზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60 %-ით.

    დასკვნით გამოცდაზე დაიშვება ის პირი, რომელსაც უკვე მი­ღე­ბული შუალედური შეფასებების და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების ჯამით უგროვდება მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა მაინც.

 

დამატებითი გამოცდა:

შუალედურ შეფასებაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუადრეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო შეფასების ჩატარებისა;

    დასკვნით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუადრეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო კომპონენტის პირველი შეფასებისა;

    მსმენელი დამატებითი გამოცდისათვის მოსამზადებლად სარგებ­ლობს პირადი ან თვითმომზადებისათვის განკუთვნილი დროის პერიოდით.  

    დამატებით გამოცდაზე მიღებული ქულა ითვლება შეფასების საბოლოო ქულად და შესაბამისად აისახება პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში, მაგრამ არ გაითვალისწინება კურსზე სარეიტინგო ქულის გამოყვანისას და საბოლოო რეიტინგის გამოთვლისას გამოიყენება გამსვლელი ქულა.

    დამატებით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.

 

აღდგენითი გამოცდა:

მოდულით გათვალისწინებული გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მსმენელმა აღდგენითი გამოცდა უნდა ჩააბარონ დაწესებულებასა და ერთეულებში გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 კალენ­და­­რული დღისა. აღდგენითი გამოცდა უნდა ჩატარდეს მომდევნო კომპონენტის პირველ შეფასებამდე.

    საპატიო მიზეზით დამატებითი გამოცდის გამოტოვების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს იგი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს.

 

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

  1. A - ფრიადი - 92-100 ქულა;
  2. B - ძალიან კარგი - 84-91 ქულა;
  3. C - კარგი - 76-83 ქულა;
  4. D - დამაკმაყოფილებელი - 68-75 ქულა;
  5. E - საკმარისი - 60-67 ქულა;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

  1. FX - ვერ ჩააბარა - 52-59 ქულა, რაც ნიშნავს, რომ მსმენელს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა, დამოუკიდებელი მუშაობით, დამატებით გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლის უფლება.
  2. F - ჩაიჭრა - 0-51 ქულა, რაც ნიშნავს, რომ მსმენელის მიერ ჩა­ტა­რებული სამუშაო არ არის საკმარისი და ის გაირიცხება პროგრამიდან.

 

შენიშვნა: ქულათა ინტერვალს/ბიჯს შორის დამრგვალება ხორციელდება არითმეტიკული დამრგვალების პრინციპით. მაგ:  70 ქულიანი ბარიერის შემთხვევაში 69.5 = FX, ხოლო 69.6 = E;  81.5 = D, ხოლო 81.6 = C;

 

რეიტინგი:

საბოლოო შეფასების შედეგის შესაბამისად.

 

პროგრამაში გათვალისწინებული სასწავლო თემატიკა:

Jus - საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;

Dril - სამწყობრო მომზადება;

Tac - ტაქტიკური მომზადება;

Com - სახელმწიფოებრივი მომზადება;

Fire - საცეცხლე მომზადება;

Eng - საინჟინრო მომზადება;

Nav - სამხედრო ტოპოგრაფია;

Med - სამედიცინო მომზადება;

Sig - კავშირგაბმულობა;

Lid - ლიდერობა.

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები სწავლას განაგრძობენ ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე.