ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი

მიღება

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე  მიიღებიან:

  1. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
  2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით.

✔ კურსზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 60 

კურსზე მისაღები კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ოთხი კომპონენტის შესაბამისად:

☑ სამედიცინო შემოწმება

☑ ფსიქოლოგიური შერჩევა

☑ გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში                                                                                           

☑ გამოცდა ზოგად უნარებში

საბუთების მიღება იწარმოებს 25 მაისიდან 21 ივლისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე.

☑️  მისაღები გამოცდები (ზოგადი უნარები, ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური შერჩევა) ჩატარდება 2020 წლის 29 ივნისიდან 2020 წლის 21 ივლისის ჩათვლით, მისაღები გამოცდების ჩატარების ცხრილის შესაბამისად.

მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.

საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

 

 

საბუთების ნუსხა (სამხედრო მოსამსახურეებისთვის):

  1. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო სასწავლებლისთვის ვარგისიანობის შესახებ, გაცემული სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ) - 1 ეგზ.
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი – 1 ეგზ.
  3. 1 ცალი ფოტოსურათი (სამხედრო ფორმაში) 3X4–ზე.
  4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი – 1 ეგზ.
  5. სამსახურის პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) ასლი – 1 ეგზ.