პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით წარიმართება 2 წლის განმავლობაში. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელდება შაბათ და კვირა დღეს, სულ 3 შაბათ დღეს და 57 კვირა დღეს და იგი განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე. ხოლო პრაქტიკული კომპონენტი (საველე სწავლება) წარიმართება როგორც შაბათ ისე კვირა დღეებში, სულ 8 შაბათ და 14 კვირა დღეს. პრაქტიკული კომპონენტი აგრეთვე მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად და უმაღლესი განათლების მქონე პირებს მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე პირებს მიენიჭებათ "უმცროსი სერჟანტი" სამხედრო წოდება. "უმცროსი სერჟანტის" წოდების მქონე პირებს, პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემთხვევაში 35 წლის ასაკის მიღწევამდე მიენიჭებათ "ლეიტენანტის" სამხედრო წოდება. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით.
პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდება აკადემიის დისლოკაციის ადგილზე (ქ. გორი), 2025 წლის 6 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევა განხორციელდება შემდეგი ოთხი კომპონენტის შესაბამისად:
ა) ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარება 6 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით;
ბ) ფსიქოლოგიური შემოწმება 13 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით;
გ) სამედიცინო შემოწმება 15 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით;
დ) სპეციალური შემოწმება 15 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით.
2025-2027 სასწავლო წლის რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან.
მისაღების კანდიდატის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: [email protected];
მობ: 577 39 01 94; 599 90 15 61;
მისამართი:
გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები:
ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00 - 17:00 სთ; პარასკევი 09:00 -15:00 სთ