2026 წლის 22 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „სტრატეგიული სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში: გამოწვევები და საერთაშორისო რეაგირება“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/o0DrT