სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი
ამოცანა: სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ამოცანაა, იუნკერთა/მსმენელთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, არსებული სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, მეცადინეობების ჩატარება და მონიტორინგი.
სასწავლო კლასების გამოყენებით გაეცნობიან და შეისწავლიან
სასწავლო სიმულაციური ჯგუფის სასწავლო კლასებში გაეცნობიან და შეისწავლიან
შეფასების სიტემა
იუნკერების/მსმენელების თეორიული შეფასება ხდება
იუნკერების/მსმენელების შეფასება მოიცავს სასწავლო კურსის/მოდულების შეფასებას და პროგრამის გამოსაშვებ გამოცდას.
მოდულების შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით გამოცდას, რომლებსაც გააჩნიათ თავისი ქულობრივი ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში. მოდულის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია მოდულის საერთო შეფასების 70 %-ით.
შუალედური შეფასებები
ტარდება მოდულის გარკვეული მოცულობის გავლის შემდეგ. შუალედური შეფასება დაყოფილია კომპონენტებად (მიმდინარე შეფასებები, შუალედური გამოცდა), რომლებსაც აქვთ თავისი ხვედრითი წილი ამ ელემენტის ფარგლებში. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შუალედურ გამოცდაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასების 70 %-ით.
თუ იუნკერების/მსმენელების შუალედური შეფასებებისას უკვე მიღებული შედეგით ჩანს, რომ იუნკერების/მსმენელების შემდგომ შეფასებებში და დასკვნით გამოცდაზე მაქსიმალური ქულის მიღების შემთხვევაშიც კი ვერ უგროვდება მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა, მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.
სასწავლო კურსის/მოდულის დასკვნითი გამოცდა
სავალდებულოა და მასზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების 70 %-ით.
დასკვნით გამოცდაზე დაიშვება ის პირი, რომელსაც უკვე მიღებული შუალედური შეფასებების და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასების ჯამით უგროვდება მინიმალური დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა.
გამოსაშვები გამოცდა
წარმოადგენს პროგრამის შემაჯამებელ შეფასებას და ტარდება პროგრამის დასასრულს. ის მოიცავს კომპლექსური გამოსაშვებ გამოცდას (იხილეთ გამოსაშვები გამოცდის ინსტრუქცია). მასზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ბარიერი) განსაზღვრულია მაქსიმალური შეფასების 70 %-ით.
დამატებითი გამოცდა
გამოცდებზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში იუნკერებს/მსმენელებს მხოლოდ ერთხელ ეძლევა უფლება გავიდეს დამატებით გამოცდაზე.
შუალედურ შეფასებაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო შეფასების ჩატარებისა;
დასკვნით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მომდევნო კომპონენტის პირველი შეფასებისა;
გამოსაშვებ გამოცდებზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოსაშვებ გამოცდაზე, რომელიც ტარდება საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით არაუგვიანეს 10 კალენდრული დღისა და არაუგვიანეს შემდეგი კურსის გამოსაშვები გამოცდის პერიოდისა.
იუნკერი/მსმენელი დამატებითი გამოცდისათვის მოსამზადებლად სარგებლობს პირადი ან თვითმომზადებისათვის განკუთვნილი დროის პერიოდით.
დამატებით გამოცდაზე მიღებული ქულა ითვლება შეფასების საბოლოო ქულად და შესაბამისად აისახება პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში, მაგრამ არ გაითვალისწინება კურსზე სარეიტინგო ქულის გამოყვანისას და საბოლოო რეიტინგის გამოთვლისას გამოიყენება გამსვლელი ქულა.
დამატებით გამოცდაზე დაწესებული ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მისი პროგრამიდან ამორიცხვის საკითხს განიხილავს აკადემიური საბჭო.
აღდგენითი გამოცდა;
მოდულით გათვალისწინებული გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში იუნკერმა/მსმენელმა აღდგენითი გამოცდა უნდა ჩააბარონ დაწესებულებასა და ერთეულებში გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. აღდგენითი გამოცდა უნდა ჩატარდეს მომდევნო კომპონენტის პირველ შეფასებამდე.
საპატიო მიზეზით დამატებითი გამოცდის გამოტოვების შემთხვევაში იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს იგი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს.
პროგრამის გათვალისწინებული გამოსაშვები გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში იუნკერმა/მსმენელმა აღდგენითი გამოცდა უნდა ჩააბაროს დაწესებულებასა და ერთეულებში გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. აღდგენითი გამოცდა უნდა ჩატარდეს მომდევნო პროგრამის დაწყებამდე ან მომდევნო პროგრამის გამოსაშვებ გამოცდამდე.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
შენიშვნა: ქულათა ინტერვალს/ბიჯს შორის დამრგვალება ხორციელდება არითმეტიკული დამრგვალების პრინციპით. მაგ: 70 ქულიანი ბარიერის შემთხვევაში 69.5 = FX, ხოლო 69.6 = E; 81.5 = D, ხოლო 81.6 = C;
იუნკერების/მსმენელების პრაქტიკული შეფასება ხდება
იუნკერების/მსმენელების პრაქტიკული შეფასება ხდება აკადემიის საბჭოს მიერ დამტკიცებული შეფასების ფურცლის მეშვეობით თითოეულ დისციპლინაში. .