ამოცანა და იუნკერებზე/მსმენელებზე სამხედრო მომზადების განვითარების როლი
ამოცანა: სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ამოცანაა, იუნკერთა/მსმენელთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, არსებული სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, მეცადინეობების ჩატარება და მონიტორინგი.
სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ინსტრუქტორები:
- იუნკერებს/მსმენელებს უტარებენ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, შესაბამისი სპეციალობის მოწყობილ სასწავლო კლასებში;
- ხდება საქართველოს თავდაცვით ძალებში არსებულ და NATO-ს წევრ ქვეყნების სამხედრო საშუალებების გაცნობა სამხედრო ტოპოგრაფიის, სამხედრო საინჟინრო და საცეცხლე მომზადებაში.
- ასევე ხდება სამხედრო ადმინისტრაციის და სამხედო სამართლის მეცადინეობის ჩატარება და გაცნობა საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრის და თავდაცვით ძალების მეთაურის ბრძანებების.
- საქართველოს თავდაცვით ძალებში არსებული საბრძოლო მომზადების ორგანიზების სახელმძღვანელო გაცნობა და შესწავლა.
სასწავლო სიმულაციური ჯგუფის სასწავლო კლასებში გაეცნობიან და შეისწავლიან
- ოცეულის სასროლი იარაღების ნორმალურ მოხვედრამდე მიყვანას, ტექნიკურ მომსახურებას, გაუმართაობის დადგენას, ხარვეზების თავიდან აცილებას და აღმოფხვრას, ასევე ოცეულის საბრძოლო სროლების მომზადებას.
- სხვადასხვა შეიარაღებას, ვიზუალურად, მის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს.
- ათეულის შეიარაღების იარაღის გამოყენებით სიმულაციური სროლების ჩატარებას.
- საველე სწავლების დროს ათეულის და ოცეულის ტაქტიკური მეცადინეობის ჩატარება MILES (მრავალ ინტეგრირებული ლაზერული დაზიანების სისტემა) გამოყენებით.
- პრაქტიკული მეცადინეობა ათეულის დონეზე ALFONSO 2M-ის დახმარებით.
- არტილერიის ცეცხლის გამოძახება ALFONSO 2M -ის დახმარებით.
- არტილერიის ცეცხლის გამოძახება სხვადასხვა ნაღმტყორცნების მეშვეობით.
- პეინტბოლით შეჯიბრი და სხვადასხვა ტაქტიკური საბრძოლო ვარჯიშების შესრულება ღია და დახურულ დარბაზში;
- მაკეტის მომზადებას თეორიულად და პრაქტიკულად.
- მაკეტის გამოყენების დახმარებით ათეულის და ოცეულის ბრძანების გაცემა.
- სასროლეთის მაკეტის დახმარებით სასროლეთზე განლაგებული შენობა ნაგებობების დანიშნულება და სასროლი ბანების მოწყობა;
- მაკეტის დახმარებით ოცეულის ზომის ქვედანაყოფით საპატრულო ოპერაციების შესრულების თანმიმდევრობა.