ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

მიღება

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მიიღებიან:

1. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვებგვერდზე www.naec.ge, რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ქართულ ენაში მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამა  და რომლებსაც 2026 წელს არ უსრულდებათ 23  წელი.

✔ ქართულ ენაში მომზადების პროგრამა - 20 მისაღები ადგილი

2. აბიტურიენტები, რომლებსაც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად,  ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი, ოსური ტესტი და აფხაზური ენის ტესტი. (საქართველოს მოქალაქეები).

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ).

 

3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).

4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას.

5. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.

6. სამართალდარღვევათა შემოწმებას.

 

ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარება:

აკადემიაში, მისაღებმა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირება, რაც ხორციელდება სქესის და ასაკის გათვალისწინებით, ქვემოთ მითითებულ დისციპლინებში:

 

1.      წოლბჯენიდან აზიდვა;

2.      მუცლის პრესი;

3.      სირბილი 3200  მეტრზე.

 

 ტესტირება იწყება წოლბჯენიდან აზიდვით,  გრძელდება  მუცლის პრესის შესრულებით  და სრულდება 3200 მეტრის გარბენით.  შესასრულებელ სახეობებს შორის შესვენება 10-15 წუთი.

 

 აკადემიაში მისაღები  სამოქალაქო პირისთვის:

Ø  დადებით  შეფასებად  ითვლება  თუ  სამოქალაქო პირი თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 40 ქულას,  ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 120 ქულას.ტ

ესტირება.

 აკადემიაში მისაღები  სამხედრო მოსამსახურისთვის:

Ø  დადებით  შეფასებად  ითვლება  თუ  სამხედრო  მოსამსახურე, თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 60 ქულას,  ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 180 ქულას.

 

 

 

ფსიქოლოგიური შემოწმება:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ფსიქოლოგიური შემოწმებისას ძირითადად გამოიყენება რამდენიმე საკვლევი კითხვარი. შერჩევის/შეფასების პროცესში ფასდება პიროვნული მახასიათებლები, ფლუიდური ინტელექტი და საჭიროების შემთხვევაში სხვა ფაქტორები. ტესტირებასთან ერთად შერჩევის პროცესში ტარდება კლინიკური ინტერვიუ, სპეციალისტი ინდივიდუალურად აფასებს თითოეული კანდიდატის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თითოეულ მახასიათებელთან/ფაქტორთან მიმართებაში არსებობს გარკვეული ზღვრული მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც კანდიდატს არ ეძლევა რეკომენდაცია.

პიროვნული ნიშან-თვისებების შესაფასებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გასაუბრებას, რომლის დროსაც აქცენტი კეთდება პიროვნების ისეთ თვისებებზე, როგორიცაა აფექტურობა, გამღიზიანებლობა, იმპულსურობა, აღზნებადობა, განზრახვათა კონტროლის სირთულეები, აგრესიულობა, მიდრეკილება თვითდაზიანებებისადმი.

 

 

 

სამედიცინო შემოწმება:

 

სამხედრო ჰოსპიტალში კანდიდატი გადის სამედიცინო შემოწმებას სადაც უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სისხლის გამოკვლევა ვირუსებზე, სისხლის ჯგუფსა და რეზუს ფაქტორზე, გულ-მკერდის რენტგენოსკოპია, მუცლის ღრუს, საშარდე სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია. ასევე ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები: ქირურგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი,სტომატოლოგი.

დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ კომპონენტშიც კი შეუსაბამობის შემთხვევაში,  კანდიდატი გამოეთიშება კონკურსს.

 

 

 

სპეციალური შემოწმება:

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სამართალდარღვევათა შემოწმებს კომპონენტის გავლა, აღნიშნული ხორციელდება ვინაიდან თავდაცვის კოდექსის შესაბამისად სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

 

 

 

 

 

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15 აპრილიდან 2026 წლის 18 ივნისის ჩათვლით  აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

საბუთების მიღება განხორციელდება: ორშაბათი - ხუთშაბათი 10:00 საათიდან - 16:30 საათამდე, პარასკევი: 10:00 საათიდან 14:30 საათამდე.

საბუთების ნუსხა:

1. განცხადება (ივსება მიმღებ კომისიაში).

2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი).

3. ცნობა სკოლიდან (დედანი და ასლი) ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი - 2 ცალი.

4. პირადობის მოწმობის ასლი - 3 ცალი.

5. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ცალი.

6. დახასიათება სასწავლებლიდან ან ბოლო საქმიანობის ადგილიდან (დედანი და ასლი).

7. ქორწინების მოწმობის ასლი.

8. ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლები - 2 ცალი.

9. ცნობა ნასამართლობის შესახებ (დედანი და ასლი).

10. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი).

11. ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ (დედანი და ასლი).

12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (დედანი და ასლი).

13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია) ასლი - 2 ცალი.

14.  იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი.

15.  მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.

16.  ცნობა სამსახურის ან ნამსახურობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი).

17.  ცნობა რეზერვის სამსახურში ყოფნის ან გავლის შესახებ (დედანი და ასლი - 2 ც.) (არსებობის       შემთხვევაში).

18.  სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი - 2 ცალი.

19.  მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.

20. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი.

21. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით.

22. საქაღალდე (მუყაოსი ზონარით) – 2 ცალი.