რას შესთავაზებს ცენტრი მსმენელებს
დისტანციური სწავლების ცენტრი მსმენელებს შესთავაზებს თავდაცვის ძალების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა პრიორიტეტულ კურსებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება სამხედრო მოსამსახურის განათლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათთვის ახალი ინოვაციური მეთოდების საშუალებით განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
ცენტრის სამომავლო გეგმები
დისტანციური კურსების შექმნა თავდაცვის ძალებისთვის;
ვიდეო რგოლების მომზადება და საგანმანათლებლო პლატფორმაზე განთავსება;
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროცესის მხარდაჭერა.
სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ერთოებლივი პროექტების განხორციელება.
საერთაშორისო თანამშრომლობა
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონულ აკადემიასთან NATO-The Defence Education Enhancement Programme eAcademy(DEEP eAcademy), პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის PfP Consortium დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფთან და ნატოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის სრულყოფის ცენტრთან (COE DAT).