ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:

1. უმაღლესი განათლების მქონე პირები:

ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;

ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით;

გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში (რიგითები, კაპრალები და სერჟანტები) 30 წლის ჩათვლით.

2. კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ხუთი კომპონენტის შესაბამისად:

სამედიცინო შემოწმება (23 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით);

ფსიქოლოგიური შერჩევა (13 აგვისტოდან 24 აგვიტოს ჩათვლით);

გამოცდა ზოგად უნარებში (13 აგვისტოდან 24 აგვიტოს ჩათვლით);

გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში (13 აგვისტოდან 24 აგვიტოს ჩათვლით);

გასაუბრება (13 აგვისტოდან 24 აგვიტოს ჩათვლით).

3. კურსზე ჩარიცხული სამოქალაქო პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ჩატარდება 10 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით;

4. კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეებისთვის კურსის წინა მოსამზადებელი შეკრება ჩატარდება 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით;

5. საბუთების მიღება იწარმოებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: . გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2-30-52-85; 577 39-01-94; 595 05-03-94.

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (ივსება აკადემიის მიმღებ კომისიაში);
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) - 2 ცალი;
  3. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი და ასლი) - 3 ცალი;
  4. დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;
  5. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;
  6. ქორწინების/განქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;
  7. ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილები, დედ-მამა, დედმამიშვილები) პირადობის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;
  8. შვილების დაბადების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვვაში) - 2 ცალი;
  9. ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვვაში) - 2 ცალი;
  10. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
  11. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
  12. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
  13. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა. დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  14. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანოსი, დიფტერია - დედანი და ასლი) – 2 ცალი;
  15. მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში - დედანი და ასლი) – 3 ცალი;
  16. შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში - დედანი და ასლი) - 2 ცალი;
  17. მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;
  18. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
  19. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
  20. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი.

საბუთების ნუსხა (სამხედრო მოსამსახურეებისთვის) :

  1. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო სასწავლებლისთვის) ვარგისიანობის შესახებ, გაცემული სამხედრო ჰოსპიტალის მიერ) - 1 ცალი;
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი - 1 ცალი;
  3. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი - 1 ცალი;
  4. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) ასლი - 1 ცალი.