ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძის ლექცია

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებსა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შესახებ ესაუბრა. ბრიგადის გენერალმა მომავალ ოფიცრებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.

14.03.2018