ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსის ვიზიტი აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იონას ვიტაუტას ჟუკასი იმყოფებოდა.

სტუმარს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა.

აკადემიის რექტორმა ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსსა და მის თანმხლებ პირებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მიღების პირობები გააცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

06.10.2017