ლიტვის სამხედრო აკადემიის უცხო ენების დეპარტამენტის წარმომადგენლების გაცილება

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ლიტვის სამხედრო აკადემიის უცხო ენების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ორკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებმა იუნკერთა შეფასებისა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის გაუმჯობესების კუთხით რეკომენდაციები შეიმუშავეს და აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

04.11.2017